ზუგდიდში კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი გაძარცვეს. დამნაშავეებმა ათონის მთიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატი მოიპარეს. სიწმინდეს ლითონის ძვირფასი ნაკეთობები ჩამოხსნეს, ხატი კი ახლომდებარე სასაფლაოზე დატოვეს.
წაღებულია სასულიერო პირების ნივთები, წმინდა ნაწილები და რამდენიმე სახარება.
ძარცვა გვიან ღამით მოხდა. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ამ წუთებში ტაძრის ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.