დღეს, 16 აპრილს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ეკა ბესელიას ოჯახის წევრებს: შვილს, რატი მილორავას და ძმას, სერგო ბესელიას განაჩენს გამოუტანს. ამის შესახებ "კონსერვატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა.
კუკავას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სამართლიან განაჩენს არ გამოიტანს აქციები უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს.
რატი მილორავასა და სერგო ბესელიას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობაში ედებათ ბრალი.