ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ეკა ბესელიას ოჯახის წევრებს: შვილს, რატი მილორავას და ძმას, სერგო ბესელიას განაჩენს 16 აპრილს გამოუტანს. ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე უკანონო პატიმრების მხარდამჭერ მიტინგზე "კონსერვატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ აქციაზე მომიტინგეებმა ხელისუფლებას ორი პირობა წაუყენეს: უნდა შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრება და 16 აპრილიდან ხელისუფლებამ ყველა პოლიტპატიმარი უნდა გაათავისუფლოს. კუკავას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სამართლიან განაჩენს არ გამოიტანს აქციები უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს.
რატი მილორავასა და სერგო ბესელიას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობაში ედებათ ბრალი.