რესპოდენტის შესახებ
გივი თარგამაძე: პროკურორმა სრულიად საჯაროდ, ყველას გასაგებად უპასუხა მოსამართლეს, რომ მაშინ კალაძემ დარეკა და გვითხრა, რომ უნდა გაუშვათო
პარლამენტის წევრიმა გივი თარგამაძემ ჯი-ეიჩ-ენს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა
- ბატონო გივი, აჭარაში მოკლული პოლიციელის თარაშ მუკბანიანის საქმე საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება. შსს-მ ქართულ მედიაში გამოქვეყნებული არაერთი ინფორმაციის უარყოფა სცადა და თავად გამოაქვეყნა ვიდეო ინფორმაცია იმის "მტკიცებულებად", რომ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებული დევაძე კრიმინალურ პოლიციას ნეიტრალურ ზონაში არ დაუკავებია.
- მე, მადლობა მინდა ვუთხრა ნინო გიორგობიანს, რადგან მან, იმ ვიდეომასალით, რომელიც წარმოადგინა, ფაქტობრივად მოგვცა ვიდეო მტკიცებულება იმისი, რასაც ვლაპარაკობდით. ანუ - ეს არის ქურდული სამყაროს წარმომადგენლის დევაძის, რომელმაც მოკლა კრიმინალური პოლიციის 22 წლის თანამშრომელი თარაშ მუკბანიანი, საზღვარზე გადაპარების ოპერაცია.
ჩვენ თუ დავაკვირდებით, ეს ადამიანი (დევაძე) მიდის იმ ჯიხურთან, რომელთანაც როგორც ჩანს არ აქთ გარკვეული ურთიერთობა. თან იგივე დროს, მეორე ჯიხურთან, ადამიანს, რომელიც აღმოჩნდა ცვლის უფროსი მერაბ ცინცაძე, (ჩვენს დროს განთავისუფლებული იყო სამსახურიდან და ამათ აღადგინეს) მას ურეკავს სავარაუდოდ ჭიკაიძის დაცვის უფროსი გეგეშიძე ან აჭარის საპატრულოს უფროსი კუპატაძე. ცინცაძეს ეუბნებიან რომ მოვიდა ობიექტი, რომელიც მან უნდა გადაიყვანოს საზღვარზე. მოდის პატრულის ორი თანამშრომელი, რომელთაც გადაჰყავთ დევაძე. ეს არის მანიპულაცია, ანუ ეს არ არის დაკავება.
- რას გულისხმობთ?
- ჩვენ გვახსოვს თუნდაც გიგი უგულავას დაკავება ხელბორკილებით. ყველამ შეხედოს როგორ გადმოჰყავთ პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადამიანი. აქ მსგავსი არაფერი არ სჩანს, იმიტომ რომ ესე არ ყოფილა დაკავება. გადაიყვანეს ეს კაცი გასაპარებლად საზღვარზე, ხოლო დაკავებას რაც შეეხება - დაკავება მოხდა შემდგომ და ამის კადრებს ქალბატონი გიორგობიანი არ გვთავაზობს.
- და რითი ამტკიცებთ ამას?
- ეს ელემენტარული და ყველაზე მარტივია - წარმოადგინონ დაკავების ოქმი და ყველა ნახავს.
- რას?
- დაკავების ოქმში არის ნათქვამი, რომ რამაზ დევაძეს აკავებს კრიმინალური პოლიციის ორი პოლიციელი, ერთერთი არის დვალიშვილი, მეორის გვარი არ მახსოვს. პატრულის არცერთი თანამშრომელი დაკავების ოქმში არ ფიგურირებს.
- ანუ, შსს საზოგადოებას ეუბნება რომ პატრულის ის ორი თანამშრომელი, რომლებიც დევაძეს მიაცილებენ თითქოს მისი დამკავებლები არიან, რეალობა კი ეს არ არის?
- დიახ, ვიმეორებ, წარმოგვიდგინონ დაკავების ოქმი. მასში პატრულის თანამშრომლები არ ფიგურირებენ. ის რასაც ჩვენ ვხედავთ ვიდეოზე ეს არ შეიძლება იყოს დაკავების ოპერაცია და მეორეც - დევაძესთან ერთად იყო შაქარიშვილი, რომლის მიერ საზღვრის კვეთა ასევე გვაქვს დაფიქსირებული. იგი არათუ ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადავიდა, არამედ თურქეთში და მხოლოდ მას მერე ჩავარდა გადაპარების ოპერაცია და მოუწიათ უკან დაბრუნება, როცა დევაძე დააკავეს. შემდეგ თხოვეს თურქ პოლიციელებს და ეს შაქარიშვილიც უკან დააბრუნეს. მესამე მომენტიც, როდესაც დევაძეზე პროკურატურა შევიდა, ამ მკველობასთან დაკავშირებით, აღმკვეთი შუამდგომლობით მოსამართლემ დარბაზში, სადაც იყო ძალიან ბევრი ხალხი, ჰკითხა პროკურორს - თუ რატომ არ შევიდა პრიკურატურა დევაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შუამდგომლობით, მაშინ, როცა დევაძემ ზაფხულში სასიკვდილოდ სცემა პოლიციელი. თქვენ წარმოიდგინეთ, პროკურორმა სრულიად საჯაროდ, ყველას გასაგებად უპასუხა მოსამართლეს, რომ მაშინ კალაძემ დარეკა და გვითხრა, რომ უნდა გაუშვათო.
- ეს საკმაოდ მძიმე ბრალდებაა ხელისუფლების წინააღმდეგ.
- ჩვენ მოვითხოვთ ამ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და წაეყენოთ ბრალი შემდეგ პირებს, ვინაიდან ისინი ახდენენ სიტუაციის მანიულირებას და აქვთ ამისი ბერკეტები, ესენი არიან: აჭარის პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კუპატაძე, მისი მოადგილე რაიბულ მამულაძე, რომელმაც თავად მიიყვანა საზღვარზე დევაძე. სხვათაშორის, რაიბულ მამულაძე ამ თანამდებობაზე ლავას ოღლის რეკომენდაციით არის დანიშნული, ასევე მერაბ ნოდარის ძე ცინცაძეს, ცვლის უფროსს, რომელმაც უშუალოდ გააკეთა დევაძის გადაპარების ორგანიზება, პატრულის იმ ორ თანამშრომელს, რომელთა გვარები მე არ ვიცი და კადრებში ჩანან, და ასევე ნინო გიორგობიანს - შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფსოსს. იგი ახდენს მანიპულირებას ფაქტებით, დანაშაულის დაფარვას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ ვითხოვთ რომ თითოეული ეს ადამიანი იყოს დაპატიმრებული, წარედგინოთ მათ კონკრეტული ბრალი და აღიკვეთოს ეს დანაშაულებრივი ფაქტი.
- გთხოვთ კიდევ ერთხელ დამიზუსტოთ, ვინ მფარველობს ლავას ოღლის და მის დაჯგუებას?
- ამ კონკრეტულ სიტუაციაში ლავას ოღლის და მის დაჟგუფებას, კონკრეტულად კი დევაძეს, მფარველობდა და მთელს ამ ოპერაცის უზრუნველყოფდა აჭარის პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი და მაშინდელი მინიტრის - ჭიკაიძის დაცვის უფროსი გეგეშიძე. ასევე პრემიერ მინისტრის დაცვის უფროსი, აჭარის საპატრულოს უფროსი კუპატაძე, რომელმაც ლავას ოღლის შემოყვანის დროს მასთან შეწინააღმდეგების გამო სახალხოდ გაათავისუფლა თანამდებობიდან აჭარის საპატრულოს უფროსის მოადგილე ურუშაძე და იქვე დანიშნა ლავას ოღლის რეკომენდაციით დევაძის მეგობარი რაიბულ მამულაძე. დააკვირდით, მკვლელობის შემდეგ, სწორედ რაიბულ მამულაძე წაიყვანა სარფში დევაძე.
- ვიმეორებ, მედიაში ამ ფაქტთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი დაიწერა, პოლიტიკოსებმაც გააკეთეს განცხადებები, თუმცა ცხადია ხელისუფლების მხრდიან რეაგირება ამას არ მოჰყოლია. ამჟამად რისი იმედი გაქვთ?
- ვიცი რომ არავითრ რეაგირებას ხელილუფლება არ აპირებს. მაგრამ მინდა ძალიან კატეგორიულად დავსვა ეს საკითხი - თუ არსებობს ამ ქვეყანაში სამართალი - ნინო გიორგობიანით დაწყებული, თითოეული ის ადამიანი ვინც ზემოთ ჩამოვთვალე, უნდა იყოს დაუყონებლივ დაპატიმრებული. იმიტომ, რომ მათ აქვთ საშუალება პროცესზე მოახდინონ გავლენა და რეაგირება, რასაც აკეთებენ კიდეც. ნინო გიორგობიანი კი პირველ გირში. ისინი მანიპულირებენ ფაქტებით და ახდენენ დანაშაულის დაფარვას, რაც არის კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული.
და ერთიც მინდა რომ დავძინო, ეს არის თქვენთვის ექსკლუზივი - რევაზ ურუშაზე, რომელიც გაანთავისუფლეს ლავას ოღლის ფაქტთან დაკავშირებით, ხვალ ან ზეგ ისევ პოლიციაში დაიწყეს მუშაობას - აჭარის საპატრულო სამსახურში. მას უკვე ფორმაც შეკვეთილი აქვს, ყველაფერი არის დალაგებული ზუსტად ისე, როგორც ეკა ყურშიტაშვილის საქმეზე მოხდა. თუმცა, ახლა, ჩემთვის უცნობია თავად ეს პიროვნება - ურუშაძე, რას მოყვება სამსახურში დაბრუნების მიზეზად და ესეც იტყვის რომ საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და მერე ვერ წავიდა თუ რას? მაგრამ რაღაც ესეთ ისტორიას წარმოგვიდგენენ.
- დიდი მადლობა საინტეროსო და საზოგადოებისთვის საკმაოდ დამაფიქრებელი ინტერვიუსთვის.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა გოჩა მირცხულავა