დონეცკისა და ლუგანსკის დეფაქტო ლიდერები უკრაინისთვის
ბლოკში არშემავალი ქვეყნის სრტატუსის დაბრუნებას მოითხოვენ. ერთობლივი განაცხადება
მინსკის მოლაპარაკებებზე დეფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლებმა დენის პუშილინმა და
ვლადისლავ დეინეგომ გააკეთეს. „უკრაინის მხრიდან ნატოსთან დაახლოებისა და ანტირუსული
კავშირების დამყარების ნებისმიერი მცდელობა ჩვენთვის მიუღებელიიქნება. ამ შემთხვევაში
ჩვენ კიევთან ყოველგვარ ურთიერთქმედებას გავწყვეტთ და მინსკის შეთანხმებას გაუქმებულად
გამოვაცხადებთ,“-ნათქვამია სეპარატისტთა ერთობლივ განცხადებაში.