რუსეთი ახალ მოკავშირეებს ეძებს. სახელმწიფო დუმის სპიკერი
ოფიციალური ვიზიტით ულან-ბატორში იმყოფება. სერგეი ნარიშკინმა შეხვედრები მონღოლეთის
პირველ პირებთან გამართა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მონღოლეთი მოსკოვის ერთ-ერთი
მთავარი პარტნიორი ქვეყანაა. „ჩვენ არ გვაქვს რაიმე პოლიტიკური პრობლემა, რომელიც ურთიერთობის
გაღრმავებაში შეგვიშლიდა ხელს. მონღოლეთი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო, სტრატეგიული
პარტნიორია,“-აღნისნა ნარიშკინმა.