ცნობილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ალექსანდრ ზავაროვმა სამხედრო სამსახურზე უარი განაცხადა. „ვერასდროს ვიბრძოლებ იქ, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობს, სადაც ჩემი შვილები იზრდებიან და სადაც ჩემი მშობლები არიან დამარხული. მე მინდა მშვიდობა,“-განაცხადა ზავაროვმა. 53 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწრთვნელის თანაშემწედ მუშაობს, მობილიზაციის ფარგლებში გაწვევა რამდენიმე დღის წინ მიიღო.