უკრაინა მზადაა რუსულ გაზზე უარი თქვას. ამის შესახებ ქვეყნისპრემიერ-მინისტრმა უკრაინულ ტელეარხ „1+1“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ზამთარი პრაქტიკულად უკვე გადავაგორეთ. ბევრი ეჭვობდა, რომ ამას ვერ შევძლებდით. მე ვამბობდი, რომ სითბოში ვერ ვიქნებოდით, მაგრამ არც სიცივით გავიყინებოდით, მაგრამ ამ ზამთარს სითბოც გვქონდა და არც გავყინულვართ. 2013 წელს ჩვენ რუსულ გაზზე 95 პროცენტით ვიყავით დამოკიდებული, გასულ წელს ეს მაჩვენებელი ეს მაჩვენებელი 67 პროცენტით შემცირდა, წელს კი ჩვენ შევეცდებით რუსულ გაზზე დამოკიდებულება ნულამდე დავიყვანოთ,“-აღნიშნა იაცენიუკმა.