რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კიდევ ერთხელ დააკავეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში მან 8 საათი დაჰყო. ამის მიზეზი მის მიერ შინაპატიმრობის განაწესის დარღვევა გახდა. ნავალნი მოსკოვის მეტროში თანამოქალაქეებს 1 მარტს დაგეგმილ ანტიკრიზისულ მარშში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებდა. მასთან ერთად განყოფილებაში რამდენიმე საათის გატარება ოპოზიციონერ ნიკოლაი ლიასკინსაც მოუხდა.
მასალის გამოყენების პირობები