ნატო უტყუარ ინფორმაციას ფლობს იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი სამხედროები იმყოფებიან. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში გაანცხადა.
"ჩვენმა დაზვერვამ დოკუმენტალურად დადასტურებილი ინფორმაცია მოიპოვა კონფლიქტის ზონაში რუსი სამხედრო მოსამსახურეების ყოფნის შესახებ. რუსეთი სეპარატისტებს სამხედრო დახმარებას უწევს. სხვა შემთხვევაში ამბოხებულებს საბრძოლო მოქმედებებში წინსვლა არ ექნებოდათ,"-აღნისნა იენს სტოლტენბერგმა.