სამართალდამცავებმა თაღლითობის ფაქტზე ადვოკატი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ლელა აბაშმაძემ ერთ-ერთ მოქალაქეს, მსჯავრდებული ძმის გათავისუფლების პირობით - პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, 2 600 ლარი გამოსძალა.
დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.