შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, 2009 წლის 24 ნოემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეშის საძოვარზე მამაკაცის ამოუცნობი გვამის იპოვეს.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების შედეგად დადგინდა, რომ ამოუცნობი გვამი 1942 წელს დაბადებული სერგო ევგენის ძე მაჩაიძე იყო, რომელიც საჩხერის რაიონის სოფელ ცხუმარეთში ცხოვრობდა.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წყალტუბოს რაიონ სოფელ ჩუნეშში, წალდის თავში ჩარტყმით იგი განზრახ მოკლა მისსავე ძმამ 1954 წელს დაბადებულმა იური ევგენის ძე მაჩაიძემ, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით გვამი გადაათრია საძოვარზე და მის დაწვას შეეცადა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიებას წყალტუბოს რაიონული სამმართველო აწარმოებს.