წყალგამწმენდი მოწყობილობები ოკუპირებული აფხაზეთში, სოხუმიდან 13 კილომეტრის დაშორებით, ქვემო ეშერაში 1992-93 წლების ომამდეც არსებობდა.
ომის დროს კი, გუმისთის ბრძოლების მიმდინარეობისას, ობიექტი ისე დაზიანდა, რომ წლების განმავლობაში მისი გამოყენება შეუძლებელი იყო.
ახალი კომპლექსის მშენებლობა ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში 2012 წელს დაიწყო და უკვე დასრულების ფაზაშია.
,, სისტემის მასშტაბური მშენებლობა მიმდინარე წლის მარტის თვეში დასრულდება." - განაცხადა სოხუმის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ანზორ ქორთუამ.