დღეს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელთან კესტუტის იანკაუსკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვდრა გამართა. მხარეებმა ყურადღება საქართველოში ევროკავშირის მისიის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. მათ რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის „მოკავშირეობისა და თანამშრომლობის" ე.წ. შეთანხმებების მიუღებლობაზეც ისაუბრეს.
„ეს იყო ძალიან თბილი და კარგი შეხვედრა, რომლის დროსაც ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი შეხედულებები უსაფრთხოების საკითხებსა და იმ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოსა და მის გარშემო ხდება. მადლობას მოვახსენებ საქართველოს პრეზიდენტს მისი მხარდაჭერისთვის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ორგანიზაციის საქმიანობისადმი. ჩემი მხრივ, დავადასტურე EUMM-ის მზადყოფნა კვლავაც განაგრძოს მუშაობა, მონიტორინგი, ანგარიშგება ადგილზე და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობისათვის", - კესტუტის იანკაუსკასმა.