იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ არც შსს და არც მთავრობა არ დაუშვებს საქართველოში, რომ გაღვივდეს შუღლი და მოხდეს არეულობა.
,,ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულს არ ებრძვის პარლამენტი, მას ებრძვის შინაგან საქმეთა სამინისტრო. აქედან გამომდინარე, ყველას უნდა ესმოდეს, რომ არც ეს სამინისტრო და არც მთავრობა არ დაუშვებს საქართველოში იმას, რომ საზოგადოებრივი ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდეს, გაღვივდეს შუღლი და მოხდეს არეულობა. ეს არ მოხდება", - აღნიშნა წულუკიანმა კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტატის ნუკრი ქანთარიას მოწოდების შეფასებისას,
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული, ანტიკრიმინალური პრევენციული ღონისძიებების დაწყებისკენ მოუწოდა.