სერხიო რამოსმა შესაძლოა მადრიდული დერბი გამოტოვოს. ატლეტიკოსთან შეხვედრას მადრიდის რეალის მცველი ტრავმის გამო გამოტოვებს. სევილიასთან შეხვედრაში რამოსმა ფეხის კუნთი დაიზიანა, რის გამოც მას დასვენება სავარაუდოდ 3 კვირით მოუწევს. შეხვედრა უიღბლოდ დასრულდა სამეფო კლუბის ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესისთვისაც, რომელმაც მატჩის 27-ე წუთზე ფეხი მოიტეხა.
მასალის გამოყენების პირობები