NBA-ს ნომერ პირველი დრაფტი გრეგ ოდენი ფსიქოანალიზის კურსს გაივლის. ამის შესახებ USA Today იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კალათბურთელმა ყოფილი მეგობარი გოგონა ცემა. სპორტსმენმა დანაშული უკვე აღიარა, რის გამოც მას ბრალდების ნაწილი მოუხსნეს, თუმცა ის 26-კვირიან მკურნალობის კურსს გაივლის. ოდენს დაზარალებულთან მიახლოვება ოფიციალურად აეკრძალა.
მასალის გამოყენების პირობები