საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოელ მოქალაქეთა ჯგუფი დააკავა, რომელთაც მცირე რაოდენობით მაღალგამდიდრებული ურანი აღმოაჩნდათ.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავება 2010 წლის მარტში მოხდა. ამჟამად მიმდინარეობს საქმის გამოძიება.
აღსანიშნავია, რომ ქართულმა მხარემ აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე შეატყობინა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს. ამოღებული რადიოაქტიური ნივთიერება უსაფრთხო ადგილას არის შენახული. დამატებითი ინფორმაცია გამოძიების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.