ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას თქმით, გალის რაიონში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლებას ეკისრება.
ამის შესახებ მან სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელსა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეს ჰელბერტ ზალბერთან შეხვედრისას განაცხადა.
,,ჩვენ გვინდა, გალის რაიონის მცხოვრებლებმა გაიგონ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა, როგორც სახელმწიფო, როგორც ხელისუფლება პასუხს აგებს იმ პროცესებზე, რაც ამ რაიონის ტერიტორიაზე მიმდინარეობს." - განმარტა მან ევროკავშირის წარმომადგენლობასთან საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები