საქართველოში სამუშაო ვიზიტით აშშ-ის ევროპული სარდლობის, J5/8 დეპარტამენტის დირექტორატის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, ქევინ მაკნილი იმყოფება.
დღეს, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა დ აშშ-ის შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას კიბერუსაფრთხოების საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, გიორგი ბეროშვილი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი დაესწრნენ.