ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ფალსიფიკაციისა და ადამიანის ჯამნრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში უალკოჰოლო სასმელების დამზადებისა და რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს წარსულში ანალოგიური დანაშაულისათვის ნასამართლევი ქ. სიღნაღში მცხოვრები გივი მეჭურჭლიშვილი, რომელიც თავის საცხოვრებებლ სახლში კუსტარულად მოწყობილ საამქროში ასხამდა სხვადასხვა დასახელების ფალსიფიცირებულ ლიმონათებს, რომლის რეალიზაციასაც კახეთის სოფლებში ახდენდა.
სამართალდამცველებმა აღნიშნული საამქრო დალუქეს და ფალსიფიცირებული ლიმონათის ნიმუშები გადააგზავნეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში, რომლის დასკვნის მიხედვით, გ. მეჭურჭლიშვილის მიერ წარმოებული ლიმონათები თავიანთი ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით არ შეესაბამება ამ დასახელების სასმელებისათვის სტანდარტითა და სამედიცინო ნორმებით დადგენლის მოთხოვნებს და შეცვლილი აქვთ თვისობრიობა, ამასთან აღნიშნული ლიმონათები საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისლხის სამართლის კოდექსის 197-ე და 198-ე მუხლებით, რაც საერთო ჯამში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით.