ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრები გამართა ამერიკელ სენატორებთან. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა ჯონ მაკკეინს, ბობ მენენდეს, ჯეიმს რიშს, ბენ კარდინსა და ჯინ შაჰინს.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.