იაპონიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწრთვნელი თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზი აზიის თასზე იაპონელების წარუმატებელი თამაში გახდა. აგირემ გუნდი ასპარეზობის ნახევარფინალშიც კი ვერ გაიყვანა. 1/4 ფინალური შეხვედრა იაპონელებმა არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან წააგეს გარდა ამისა, აგირე კორუფციულ სკანდალშიც გაეხვა. ის ჩაწყობილ თამაშებთან კავშირში ამხილეს.
მასალის გამოყენების პირობები