ლილოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 წლის ელიზა ხუროშვილი დაიღუპა.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ხანძარი ლილოს დასახლების პირველი კვარტლის #23 კორპუსში ხუროშვილების ბინაში დღეს, დაახლოებით 12:56 გაჩნდა. ხანძრის შედეგად სახლში მყოფი 14 წლის ელიზა ხუროშვილი დაიწვა, ასევ დამწვარია სამ ოთახიანი ბინის 80 კვ.მ.
ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.