მკვლელობა მოხდა საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე. მოკლულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის მკვიდრი, ამავე სოფლის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, 16 წლის ახმედ გაურგაშვილი. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, მოზარდს აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ ესროლა.
„საქონელს აბრუნებდა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ გაუფრთხილებლად ესროლა. ბავშვს ტყვია პირდაპირ თავში მოხვდა და გარდაიცვალა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერისიმედის მკვიდრმა თალიკო მახარაძემ.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.
ერისიმედი საზღვრისპირა სოფელია.