რესპოდენტის შესახებ
_ ქალბატონო მანანა, რამდენად ადეკვატურია მშობლების პრეტენზიები და საჭიროა თუ არა ამ მიმართულებით ცვლილებები?
_ არავითარი გონივრული ვადა. ერთი დღეც არ შეიძლება დააკლდეს 6 წლის ასაკს, ეს აზიანებს ბავშვის ჯანმრთელობას. ადრე სკოლაში 7 წლის ბავშვებს იღებდნენ, არათუ 6 წლის. ექვსი წლის ასაკიდან რომ დაიწყებო საჯარო სკოლებში ბავშვების მიღება, მაშინ დაინგრა ზუსტად მთელი განათლების სისტემა და განათლების ხარისხმა მაშინ დაიწყო ვარდნა. ბავშვი 7 წლის მაინც უნდა იყოს სკოლაში შეყვანისას, ეს საუკეთესოა. მანამდე ბავშვი არაა განვითარებულია ისე, რომ დაიწყოს მეცნიერული საფუძვლების შესწავლა. ანბანი არის ყველაზე რთული სასწავლი, როცა ბავშვი ენის სტრუქტურისა და საფუძვლების შესწავლას იწყებს, ძირითადად, მშობლიურ ენაზე.
_ გამოდის, რომ თქვენ არ ეთანხმებით ამ კუთხით რეგულაციების შემოღებას?
_ არა, არა. ის კი არა, უნდა წავიდეთ იქითკენ, რომ 7 წლის ასაკიდან შევიდნენ ბავშვები სკოლებში. სააკაშვილის ხელისუფლებამ რაც გააკეთა, რომ 5 წლის ასაკიდან ბავშვის სკოლაში შეყვანა შესაძლებელი გახადა, იცით, რა მძიმე დავაადებები გამოიწვია ამან მასობრივად ბავშვებში? ამ მშობლებს კიდევ საერთოდ სად ეჩქარებათ? _ტვინი ხომ უნდა დააყოლონ?! ამით უბიძგებ შვილს წარუმატებლობისკენ. განათლების სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება მარტო არ მიუღია, საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ განათლების ექსპერტები, ფსიქოლოგები. თქვენ ის საიდუმლო კვლევები ნახეთ, რომელიც თვითონ ,,ნაციონალებმა" ჩაატარეს და როგორი მძიმე დაავადებები გამოვლინდა ბავშვებში, ნახავთ.
,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი.