ხვალ, 14 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" პროექტის _ "სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის რეფორმირება არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის საქართველოში" _ შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროექტის ორგანიზატორებმა აცნობეს, პრეზენტაციაში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ელჩი, პერ ეკლუნდი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაში მიიღებენ მონაწილეობას.
პროექტი არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმართებაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მექანიზმის გაუმჯობესებას და რეინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული სისტემის შექმნა ისახავს მიზანად.
აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების სისტემის ფარგლებში პროექტი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრუწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებასა და თბილისის #5 ქალთა და არასრულწლოვანთა საპყრობილეში ხორციელდება.
ორწლიან პროექტს საქართველოს მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.