ქსნის ახალი საპატიმრო დაწესებულება რამდენიმე დღეში გაიხსნება. დაწესებულება დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
"ციხე ევროპული სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა. იქ ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ პატიმართა რესოციალიზაცია მოხდეს", - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.
ახალი კომპლექსი პატიმართა სამ საცხოვრებელ და ერთ ადმინისტრაციულ კორსპუსს აერთიანებს. საპყრობილე 2 200 პატიმარზეა გათვლილი.
პროექტი შესაბამის პერიმეტრზე რამდენიმე სპორტული მოედნის მოწყობასაც ითვალისწინებს. ქსნის ახალ საპატიმრო დაწესებულებაში განთავსებულია სამედიცინო კაბინეტიც.