ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მარნეულში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ილჰამ ალიევი დააკავა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგამოძებო სამსახურიდან აცნობეს, ალიევი საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტების გადმოტანის ფაქტზე იქნა გაკავებული. მას საბაჟო წესების დარღვევით, აზერბაიჯანიდან საქართველოში 54 000 ლარის ღირებულების, 1 800 ფირფიტა პრეპარატი "კოაქსილი" გადმოჰქონდა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
ფატზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.