დიღმის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლში მკვლელობა მოხდა.
16 წლის გიორგი ჩოგოვაძემ 14 წლის ხატია მექუდიშვილი, სავარაუდოდ, ქამრით გაგუდა.
შემთხვევა 10 აპრილს მოხდა. ინციდენტის შემდეგ მკვლეობაში ეჭვმიტანილი ბავშვთა სახლიდან გაიქცა და მიმალვა სცადა, თუმცა ის ამ დროისთვის დაკავებულია. სამართალდამცველებმა ჩოგოვაძე გორში აიყვანეს.
ეჭვმიტანილს ექსპერტიზა ჩაუტარდება. თუ დადგინდება, რომ ის გონებაშეზღუდული იყო, მას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსებენ.