რესპოდენტის შესახებ
„გასული წლის ბიუჯეტით, თერთმეტი თვის განმავლობაში საშუალოდ თვეში იხარჯებოდა 700 მილიონი ლარი. დეკემბრის მხოლოდ ბოლო სამ დღეში (29, 30, 31) დაიხარჯა 372 მილიონი. აუდიტის სამსახურმა წლიური დასკვნის მომზადებისას მკაცრად უნდა შეამოწმოს, თუ რომელ ორგანიზაციებს გადაერიცხათ ეს თანხა, რამდენად იყო ამის აუცილებლობა და როგორ მოხდა მათი ათვისება.
რაც შეეხება დეკემბერში გაწეული 1,248 მილიარდი ლარის ოდენობის ხარჯის მაკროეკონომიკურ შედეგებს, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. მან დაარღვია ეროვნული ბანკისათვის მიცემული პირობა, რომ არ მოხდებოდა თვის განმავლობაში დეფიციტური ხარჯვა"!
ასე გამოეხმაურა ბიუჯეტის ბოლო დღეებში „შესრულების" ფაქტს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. "ჯი-ეიჩ-ენმა" აღნიშნული ფაქტის დასაზუსტებლად რამდენიმე კითხვით მიმართა მას.
-ბატონო რომან, ბოლო დღეებში ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯებმა რა გავლენა მოახდინა ფულის მასის ზრდაზე და ემუქრება თუ არა რაიმე საფრთხე ქვეყანაში ფასებისა და ლარის კურსის სტაბილურობას?
ბიუჯეტი იმიმიტომაცაა, რომ ხარჯები იქნას გაწეული და დაფინანსებული შესაბამისი პროექტები, მაგრამ მთელი წლის გასაკეთებელს რომ წლის ბოლო თვეზე გადმოიტან, ეს უკვე სერიოზულ პრობლემებს ქმნის. აქ ხარჯვების მეტნაკლებად თანაბარზომიერებაზეც არაა მარტო საქმე. შემოსავლებიც არათავისდროულად შემოდიოდა. დეკემბერში, ძირითადა მის მეორე ნახევარში თითქმის ორჯერ მეტი თანხა შემოვიდა, ვიფრე საშუალოდ თვეში წინა პერიოდში. ცუდი ისაა, რომ ეს იყო ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების წყაროები, უცხოური გრანტები და კრედიტები. მათი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ზაფხულში უნდა ჩამორიცხულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან არ იქნა სამუშაოები დროულად შესრულებული. წლის ბოლო თვეში კი თავი მოიყარა ყველა თანხამ ერთად. ეს იყო ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვის გადავადება ბოლო დღეებამდე. 372 მილიონი ლარი დაიხარჯა მხოლოდ ბოლო სამ დღეში. ამას ხარჯვას ვერც ვუწოდებთ. დევს ვიღაცების ანგარიშზე წინმსწრებად და დაიწყებენ ალბათ ნაახალწლევს ფულის გაშვებას მიმოქცრვაში. შეიძლება ეს არც იყოს დიდი უბედურება, მაგრამ 2015 წლის ბიუჯეტსაც ხომ თავის გადაუდებელი ხარჯები აქვს გასაწევი. ეს კიდევ უფრო ადიდებს ფულის რაოდენობას მიმოქცევაში. ეს რომ გადასახადებიდან იყოს აკრეფილი, არაა პრობლემა. ეს დეფიციტის წყაროებიდან ხდება. თანაც წლის პირველ თვეში დაბალია ეკონომიკური აქტივობა. ნაკლები თანხა შემოდის გადასახადებიდან. ამიტომ, თუ მთავრობა გამოიყენებს ხარჯების დასაბალანსებლად ეროვნულ ბანკში ხაზინის ანგარიშზე არსებულ ნაშთებს, ცუდი შედეგი მოჰყვება ამას.
-ანუ მთავრობამ იმდენი უნდა დახარჯოს, რამდენსაც ამოიღებს გადასახადების სახით?
აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით. ფულის მასის კონტროლი უმთავრესი ამოცანაა ეროვნული ბანკისა და მთავრობის. წლის პირველი კვარტალი მთავრობისთვის მძიმე იქნება!
-რამდენადაა მომატებული ფულის მასა?
საკმაოდ. თანაც ძირითადად დეკემბრის მეორე ნახევარში. შარშან იანვრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციების მეშვეობით შეაჩერა 2013 წლის დეკებერში ფულის მასის ზრდა( რაც ძალიან ჰგავდა წლევანდელს) და ლარის ვარდნა, ფულის მასა, ე.წ. ფართე ფული M2 იყო 5 მილიარდი ლარის ფარგლებში. დეკემბრის შუა რიცხვამდე იგი ზომიერდა იზრდებოდა, მოიმატა მხოლოდ 10 პროცენტით და 17 დეკემბრისათვის 5, 553 მილიარდი ლარის ტოლი იყო. აქედან მოყოლებული კი, დეკემბრის ბოლო ორ კვირაში იგი გაიზარდა 366 მილიონი ლარით ( 6.6 პროცენტით) და 5, 919 მილიარდ ლარს მიაღწია 31 დეკემბრისათვის. ამიტომ არის სიფრთხილე საჭირო ხარჯების გაწევისას, რათა არ მოხდეს დეფიციტური წყაროებიდან დაფინანსება.
-რა მხრივ უფრო მეტია რისკი, ლარის დევალვაციისა თუ ფასების ზრდის კუთხით?
-ფასების ზრდის რისკი მეტი იქნება. თუმცა ნეგატიური ფაქტორების გადაცემა არ ხდება მყისიერად და ეს თვეების შემდეგ შეიძლება გამოჩნდეს. რაც შეეხება ლარს, მან უკვე განიცადა კორექცია ახალ ნიშნულზე, ანუ ბაზარმა "გამოასწორა" შარშან ეკონომიკაში დაშვებული შეცდომები და მოიყვანა საგადამხდელო ბალანსი წონასწორობაში. იგი ხელახლა რომ „დაიძრას", როგორც იურისტები იტყვიან, „ახალი გარემოებებია" საჭირო.
-და რა შეიძლება იყოს ეს ახალი გარემოებები?
ერთის მხრივ ფულის მასის ზრდა და მეორეს მხრივ მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუარესება. ეს უკანასკნელი იყო ახლახან, ნოემბერში ლარის დევალვაციის მთავარი მიზეზი.
-აკი საგარეო ფაქტორებიო?
-ეს მთავრობის შეცდომების გადასაფარავად იყო ნათქვამი. თავის მართლების საბაბად იქნა გამოყენებული. საგარეო ფაქტორი, ანუ დოლარის გამყარება მსოფლიო ბაზარზე, რუსული რუბლისა და უკრაინული გრივნის გაუფასურება იყო დამამძიმებელი, და არა არსებითი ფაქტორი. ჩვენი სტატისტიკის სამსახური უფრო ოპერატიულად რომ მუშაობდეს, უფრო ადრე იქნებოდა გაცემული შეკითხვებზე პასუხი და რეაგირებაც უფრო ადეკვატური იქნებოდა.
ახლა უკვე ვიცით, რომ ბოლო თვეებში, განსაკუთრებით ნოემბერში, მკვეთრად გაუარესდა სავაჭრო ბალანსი. ზედიზედ ოთხი თვე კლებულობდა ექსპორტი. განსაკუთრებით ცუდი იყო ნოემბრის თვის მაჩვენებლები. ექსპორტმა იკლო მთელი 35 პროცენტით, რაც არ მახსენდება როდის მოხდა ბოლო მრავალი წლის განმავლობაში. იმატა იმპორტმა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა სავაჭრო ბალანსის დეფიციტი. ბოლო თვეებში იკლო შემოსავლებმა ტურიზმიდან, რაც გაუაზრებელი სავიზო შეზღუდვების შედეგი იყო. შემცირდა ოქტომბერ-ნოემბერში სწრაფი ფულადი გზავნილების მეშვეობით რუსეთოდან ვალუტის გადმორიცხვა. შემცირდა სატრანსპორტო გადაზიდვების მოცულობა( ძირითადად, რკინიგზის მუშაობის გაუარესების ხარჯზე). გარდა ამისა, საბიუჯეტო პროცესის არასწორად წარმართვიუს გამო ვერ შემოვიდა დროზე უცხოური გრანტები და კრედიტები, რომელიც ბაზარზე ვალუტის მუწოდების დამატებითი წყარო უნდა ყოფილიყო. და რაც ძალზე დამაფიქრებელია, ნოემბერში 0,5 პროცენტით იკლო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ყოველივე ეს დაგროვდა, რასაც საგარეო ფაქტორებიც დაემთხვა და შედეგად მივიღეთ ლარის სწრაფი დევალვაცია. ეს შეცდომები არ უნდა გამეორდეს მიმდინარე წელს. ლიბერალური კურსისაგან გადახვევამ შეიძლება უფრო მძიმე შედეგები შეიძლება გამოიღოს.
-რა მთავარ გამოწვევებს ხედავთ 2015 წელს?
ეს არის 2015 წლის ბიუჯეტი. თუმცა, ზუსტად თუ ვიტყვით, 2014 წლიდან გადმოყოლილი აუთვისებელი და მიმდინარე წლის ბიუჯეტი ერთად აღებული. მისი არარიტმული ხარჯვა და პრობლემების დაგროვება, რომლის „განმუხტვა" შეიძლება უკვე წლის ბოლოს კი არ მოხდეს, არამედ გაცილებით ადრე.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლაშა ნოდია
ავტორი: . .