პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განვლილი 2014 წლის შეფასებისას ხელისუფლების მთავარ მიღწევად ევროპასთან უფრო მეტ ინტეგრაციასა და ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებში მეორე ტურის გამართვას ასახელებს.
,,2014 წლის განმავლობაში ორ მთავარ მიღწევას გამოვყოფდი, ესაა ევროპასთან ინტეგრაციის ხარისხის გაზრდა, რაც თავის თავში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასაც გულისხმობს და მეორე მიღწევა ალბათ ის უყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ტური დაინიშნა", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ.
ამასთან პოლიტოლოგი ხელისუფლებას მოუწოდებს მეტი ყურადღება დაუთმოს იმ მოსაზრებებს რომელიც გამოითქმის მოქალაქეების, ექსპერტების მხრიდან.