წუხელ გვიან ღამით ტელეკომპანია ~რეალ TV~-ის შენობის ჭიშკარს ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა ესროლეს.
გასროლის ხმა ტელეკომპანიის დაცვის თანამშრომლებმა გაიგეს. მათი განცხადებით, უცნობებმა ოთხჯერ გაისროლეს.
სროლის დროს ტელეკომპანიაში თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარის გამო ტელეკომპანიასთან კრიმინალისტები გვიანამდე მუშაობდნენ. ნაპოვნია ტყვიის მასრლა. ფატქზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.