მუხიანის მე-4 მიკრორაიონში ორი მკვლელობა მოხდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში განუცხადეს, მოკლულია ორი ადამიანი - 55 წლის ჯერია თოლორდავა და 45 წლის თემურ ხვიჩია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თვითმხილველებმა განუცხადეს თოლორდავა საკუთარ ავტოფარეხში, ხოლო ხვიჩია საკუთარ ავტომობილში იპოვეს. ორივე ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.
გარდაცვლილები ოჩამჩირის რაიონიდან დევნილები არიან, რომლებიც მუხიანში მეზობლად ცხოვრობდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ჯერია თოლორდავა და თემურ ხვიჩია ნათესავები იყვნენ.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე შესაბამის სამსახურებია მობილიზებული. მიმდინარეობს ფაქტის გამოძიება. მკვლელობის წინასწარი ვერსიები ჯერჯერობით არ სახელდება.