ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედროებს მოსწავლეებმა წერილები გაუგზავნეს. საქართველოს მასშტაბით 26 საჯარო სკოლის მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეების სახელით ქართველმა სამხედროებმა 1400 წერილი მიიღეს.
საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა თბილი წერილებისთვის პატარა მეგობრებს მადლობა გადაუხადეს და საპასუხო წერილების გამოგზავნას დაპირდნენ.
საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს წერილებს წერენ. პროექტის მიზანი, სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა. პროექტს დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები