საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანის მოადგილეეები ივლიანე ხაინდრავა და თეონა აქუბარდია საქართველოში აკრედიტებულ რეგიონის და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებს შეხვდნენ. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს ეს იყო პირველი ასეთი ტიპის შეხვედრა,რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში გაიმართა.
საქართველოს ეროვნული უშიშროების სბჭოს მდივნის მოადგილეებმა ატაშეებს გააცნეს საბჭოს აპარატის ფუნქციები, მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები. მხარეებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის აქტუალური საკითხები: საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან და ევროკავშირთან, მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები და ა.შ.
შეხვედრაზე ივლიანე ხაინდრავამ და თეონა აქუბარდიამ, ასევე წარმოდგენილმა სამხედრო ატაშეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი შეხვედრები რეგულარულად გაიმართოს.