ადგილობრივი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ოკუპირებულ აფხაზეთში სულ 242 756 ადამიანი ცხოვრობს.
აქედან, 123 767 აფხაზი და 43 407 ქართველი. ცალკე ეთნიკურ ჯგუფად არის მოყვანილი მეგრელები, რომელთა რაოდენობაც 3 238 რიცხვით არის შემოფარგლული. აფხაზების და ქართველების შემდეგ აფხაზეთში ყველაზე მრავლად არიან სომხები, მათი რიცხვი 41 944-ს შეადგენს.
დანარჩენი მონაცემები ასე გამოიყურება: რუსები - 22 280: ბერძნები - 1 347; თურქები - 720; ოსები - 596; თათრები - 356; ესტონელები - 354; ციგნები - 280; ბელორუსები - 265; სხვა - 2 443.
აქედან, გალის რაიონში აღწერილია 300 200 ადამიანი; ტყვარჩელის რაიონში - 16 200; ოჩამჩირის რაიონში - 25 300; გულირიფშის რაიონში - 18 100; სოხუმის რაიონში 11 500; გუდაუთის რაიონში - 37 500 და გაგრის რაიონში - 39 900.
რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქების მოსახლეობას, 2003 წლიდან დღემდე მოსახლეობის რიცხვი 26 184-ით გაიზარდა.
2003-2014 წლების სტატისტიკის მიხედვით, შობაოდობის მხრივ ყველაზე შედეგიანი 2012 წელი ყოფილა. ამ წელს აღრიცხულია 2 258 ახალშობილი.
ოკუპირებულ აფხაზეთში ამავე წელს არის დაფიქსირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლიც, - 1 723 ადამიანი.