,,ჟენევის დისკუსიები მნიშვნელოვანი მოედანია, სადაც აფხაზეთმა თავისი პოზიციები გარკვევით უნდა გამოხატოს " - აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ აფხაზი ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას.
მისი თქმით, საკუთარი პოზიციების დაცვა ყოველთვის არ გამოსდით და ჟენევის მოლაპარაკებებზე არც მათი ყველა პრობლემა წყდება, მაგრამ ეს არენა მაინც აუცილებლად უნდა გამოიყენონ.
,,მიმაჩნია, რომ მსგავსი შეხვედრები აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ, ვიდრე სხვა შესაძლებლობები არ გამოჩნდება." - განაცხადა პრეს-კონფერენციაზე ხაჯიმბამ.
ჟენევის დისკუსიების ფორმატით საერთაშორისო მრავალმხრივი შეხვედრები 2008 წლიდან იმართება და საქართველოს გარდა, მასში ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მხარეებიც მონაწილეობენ.
მასალის გამოყენების პირობები