8-9 დეკემბერს ჟენევაში გამართულ საერთაშორისო დისკუსიებზე ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა საქართველოს მხრიდან თავდაუსხმელობის აქტზე იურიდიული ძალის მქონე პირობის დადება, კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
ამ თემის განხილვისას, რუსულმა მხარემ, რეგიონში უსაფრთოხების გარანტის როლის შესრულებაზე მზადყოფნა გამოთქვა.
რუსულმა და აფხაზურმა დელეგაციამ ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს ნატოსკენ მისწრაფების ფონზე, რაც უელსის სამიტზე ,,დაჩქარებული თანამშრომლობის პაკეტით" განმტკიცდა და იმ პირობებში, როცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს ტერიტორიაზე თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის აშენებას აპირებს, კავკასიის ქვეყნების უსაფრთოხების საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს და განსაკუთრებულ ყურადღებასაც მოითხოვს.
ამ კონტექსტში, ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის წარმომადგენლბემა ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე განმარტეს, რომ მათ მიერ 24 ნოემბერს სოჭში გაფორმებული ხელშეკრულება ,,აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის და უსაფრთხოების გაძლიერებისკენ არის მიმართული და მესამე სახელმწიფოსთვის ანუ საქართველოსთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს."
,,მით უმეტეს, საქმე არ ეხება ,,ანექსიას", როგორც თბილისსა და დასავლეთში უწოდებენ ამ ხელშეკრულებას. ეს არის ერთგვარი პროპაგანდისტული კლიშე." - აღნიშნეს დისკუსიაში მონაწილე რუსული და აფხაზური მხარის დელეგაციის წევრებმა.
ამას გარდა, ჟენევიის შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებმა აფხაზეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნის საკითხი კიდევ ერთხელ დასვეს.
რაც შეეხება, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დელეგაციას, სხვა საერთო საკითხებთან ერთად, მათ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ჰუმანიტარულ მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეგახსენებთ, 9-10 დეკემბერს ჟენევაში ამიერავკასიის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მორიგი სეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს, რუსეთის, აშშ-ს, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირისა და ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სპეციალური დელეგაციები დაესწრნენ.
ჟენევის მოლაპარაკების 30-ე რაუნდზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.
მასალის გამოყენების პირობები