ავტოავარიას ოზურგეთის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ავთო ფიფიას სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ბათუმში, ბენზეს დასახლებაში, დღეს დილით მოხდა.
მსუბუქი ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა ოზურგეთის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ავთო ფიფია.
ცხედარი ბათუმიდან საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.