შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს (ბათუმი) პირველი სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, მაროკოს მოქალაქე მოჰამმედ ბ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა საქართველოში.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ემუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები