დღეს, 8 აპრილს, ცოტნე გამსახურდიას განაჩენი გამოცხადდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა.
მისი თქმითმ, განაჩენამდე ადვოკატები დაცვით სიტყვას წარმოადგენენ, რომლითაც გამსახურდიას გამართლებას მოითხოვენ და განსასჯელი საბოლოო სიტყვას იტყვის.
პროკურატურამ წინა სხდომაზე გამსახურდიას მიმართ 11-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე იხილავს. სხდომა 13:00 საათზე განახლდება.
შეგახსენებთ, რომ გამსახურდიას ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება ედება. პოლიციამ იგი 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავა.