17 პატიმარი ოჯახს დაუბრუნდა. ისინი სხვადასხვა დანაშაულისთვის სასჯელს ქსნის კოლონიაში იხდიდნენ.
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრები ვადაზე ადრე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
გადაწყვეტილება მუდმივმოქმედმა კომისიამ მათი საქმეების გადახედვის შემდეგ მიიღო.