სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე რეგიონების მოსახლეობის ინფორმირებას განაგრძობს. მინისტრი ამჯერად ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე კალმახელიძემ მოქალაქეებს ის უფასო მომსახურებები გააცნო, რასაც სამინისტროს იურიდიული სამსახური მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.
კალმახელიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის-ქუთაისის ბიუროს ხელმძღვანელმა გელა სიორდიამ დეტალურად ისაუბრეს უფასო სამართლებრივი დახმარების ისეთ სახეებზე, როგორიცაა სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო მომსახურება, კონსულტაციები სამართლის ნებისმიერ დარგში და იურიდიული დოკუმენტების შედგენა.
ამგვარი მომსახურებით, იურიდიული დახმარების ოფისების მეშვეობით, ქვეყნის მასშტაბით, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.