საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაზეთ "კომერსანტს" ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს დამახინჯებაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით შს უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
მასში აღნიშნულია, რომ ინტერვიუს ის ნაწილები, რომლებიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ჩრდილოეთ კავკასიის თემატიკას ეხება, კონტექსტიდან არის ამოგდებული.
რაც შეეხება ინტერვიუს დანარჩენ ნაწილს, მერაბიშვილის უწყების განმარტებით, "ის ძირითადად სწორად ასახავს მინისტრის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს".
შეგახსენებთ, რომ რუსულ გამოცემა "კომერსანტში" ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ დღეს დაიბეჭდა.