„საქართველოს პროვინციიდან ტერორისტული დაჯგუფების ლიდერობამდე. 28 წლის ომარ ალ-შიშანის კარიერა ისლამური სახელმწიფოში, - ასეთი მრავლისმეტყველი პროლოგი აქვს სტატიას, რომელიც შვეიცარიულ გაზეთ „Basler Zeitung"-ში გამოქვეყნდა.
„ერთი შეხედვით, მისი ისტორია იმ თორმეტი ათასი ახალგაზრდის ისტორიას ჰგავს, რომლებიც ლონდონის ახლოაღმოსავლური რადიკალიზმის კვლევის ცენტრის მონაცემებით, ტერორისტული „ისლამური სახელმწიფოს" მოლაშქრეთა დაჯგუფებაში იბრძვიან. მათგან „ჯიჰადისტი" შედარებით ნაკლებია, თუმცა საკუთარ თავს ომარ ალ-შიშანი სწორედ რომ ჯიჰადისტად მიიჩნევს. მისი საბრძოლო სახელი „ალ-შიშანი" „ომარ ჩეჩენს" ნიშნავს, მაგრამ ისე არ იფიქროთ, რომ იგი წარმოშობით რუსეთის შემადგენლობაში არსებული ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკიდანაა. თარხან ბათირაშვილი (ასეთია მისი ნამდვილი სახელი) თავის ორ ძმასთან ერთად საქართველოშია დაბადებული, პანკისის ხეობაში. მამა ქრისტიანი ჰყავს, დედა - მუსულმანი. პანკისის ხეობაში ძირითადად ჩეჩნები ცხოვრობენ. რუსეთ-ჩეჩნეთის ორი ომის დროს ეს ადგილი ჩეჩენი მებრძოლების თავშესაფარს წარმოადგენდა", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
სტატიაში გადმოცემულია თარხან ბათირაშვილის ბიოგრაფიის უკვე ცნობილი შტრიხები: სამსახური ქართულ არმიაში, ავადმყოფობა, პატიმრობა, ისლამურ რელიგიურ რწმენაზე გადასვლა, ციხიდან გათავისუფლება და უმუშევრობა. „იგი წარჩინებული ჯარისკაცი იყო, მას სამშობლო - საქართველო უყვარდა, - ამბობს თარხანის ერთ-ერთი თანაპოლკელი. მამამისის, თემურ ბათირაშვილის თქმით, თარხანი „ნაციონალების" ერთგული იყო და ამაში საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიას გულისხმობს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი რამდენიმე თვის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული, ტუბერკულოზით სჭირდა, შემდეგ დედა კიბოთი გარდაეცვალა... უფულობა, უმუშევრობა... „მე საქართველოში არავის ვჭირდებიო", ამბობდა. მოგვიანებით ჯერ თურქეთში, იქიდან კი სირიაში გადავიდა", - წერს ავტორი და მკითხველს ომარ ალ-შიშანის სამხედრო ქვედანაყოფის მიერ განხორციელებულ ოპერაციებს აცნობს.
„როგორც კარნეგის ფონდის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი, კავკასოლოგი ალექსი მალაშენკო ამბობს, „ომარ ალ-შიშანი ფანატიკოსი ისლამისტია, მას აქვს ომის დიდი გამოცდილება და წარმატებები". მის მიერ განხორციელებული ოპერაციებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ სირიაში მდებარე მანაგის სამხედრო-საჰაერო ბაზის ხელში ჩაგდება. როგორც ლიბანის გაზეთი „ალ-აქბარი" აღნიშნავს, ომარ ალ-შიშანმა „ალ-ქაიდას" ხელმძღვანელებთან კავშირები გაწყვიტა და ახლა „ჯიჰადისტთა" ქვედანაყოფების კიდევ ერთი მეთარის აბუ-ბექრ ალ-ბაღდადის მოკავშირეა", - აღნიშნულია სტატიაში.
თემურ ბათირაშვილს დღემდე ვერ დაუჯერებია, რომ მისმა შვილმა ჯიჰადისტის კარიერა აირჩია. ბრიტანულ სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი"-სთან საუბარში იგი თავის ვაჟზე ამაყად საუბრობს და ამბობს, რომ თარხანს ვაჟკაცური გარეგნობა აქვს, წვერი მხოლოდ ბოლო ხანებში მოუშვა, ადრე ისლამიზმთან არავითარი შეხება არ ჰქონდაო. თუმცა, იგი იმასაც აღიარებს, რომ უკანასკნელ წლებში, როგორც ჩანს, შვილს „ბოლომდე არ იცნობდა". სირიაში ყოფნის პერიოდში სახლში მხოლოდ დარეკა და შეატყობინა, რომ მას გოგონა დაებადა. „როცა გაიგო, რომ მე ისევ ქრისტიანი ვარ, იმწუთში ტელეფონი გათიშა", - ნათქვამია მასალაში.

ავტორი: . .