რესპოდენტის შესახებ
"ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ ინტერვიუს თემატიკას:
ა) ევროკავშირთან ურთიერთობა და რუსეთის რეაქცია
„ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინ თავდაპირველად რუსეთი ძალიან იყო დაკავებული უკრაინით და ჩვენ ყურადღებას მაინც და მაინც არ გვაქცევდა. უკრაინაში შექმნილ ვითარებას რუსეთისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იქ პროცესები კრემლის კონტროლიდან გამოვიდა. არადა, ერთი წლის ყველაფერი თითქმის კარგად ჩანდა: რუსეთმა სომხეთი ევრაზიულ კვაშირში შესასვლელად გადაიბირა, უკრაინა კი ევროკავშირისგან საკმაოდ იყო დაშორებული. თუმცა საქართველოზე რუსეთმა ირიბად მაინც განახორციელა ზეწოლა - აფხაზეთთან ახალი ხელშეკრულების დადებით, რომელიც ამ კვირაში გახდა ცნობილი. რუსეთს სურს აფხაზეთი და ოსეთი ევრაზიულ კავშირში შეიყვანოს და რადგან ამ ორგანიზაციის სხვა წევრები მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ, რუსეთის ნაბიჯი საქართველოსთან ისევ ღია კონფლიქტს გამოიწვევდა. ამიტომაც მოსკოვმა ორივე რეგიონის რღმა „ინტეგრაციის" გეგმა მოიფიქრა. საქართველო კრემლის ამ ნაბიჯს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საბოლოო ანექსიად მიიჩნევს".
ევროპელებს ფანტაზია არ ეყოთ იმისათვის, რომ რუსეთი, მაგალითად, „მწვანე კაცუნების" მეთოდით ისარგებლებდა, რათა ყირიმი მიეთვისებინა. ევროპა იმედოვნებდა, რომ რუსეთი საერთაშორისო შეთანხმებების ერთგული იქნებოდა. ის რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა, ევროპამ უყურადღებოდ დატოვა. როცა რუსები თბილისს ბომბავდნენ, ევროპას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ უკრაინაშიც იგივე მოხდებოდა. ევროპა გულუბრყვილოდ მოიქცა. რუსეთი ფასეულობების სხვა სისტემით მოქმედებს, მისთვის დასავლური წესები უცხოა".
ბ) რუსეთთან ურთიერთობა
„ჩვენ ამჟამად რუსეთზე ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მცირედ ვართ დამოკიდებული. მაგალითად, ბუნებრივ გაზთან მიმართებით თტქმის ნულის ტოლია. ჩვენ გაზს ამჟამად აზერბაიჯანიდან ვიღებთ. რუსული ბაზარი ჩვენი პროდუქციისათვის 2008 წელს დაიხურა და ნე-ნელა მხოლოდ 2013 წელს გაიხსნა. ყოველწლიურად საქართველოში 300 ათასამდე რუსი ტურისტი ჩამოდის. ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა, რომ დღემდე არცერთ რუსს რაიმე უკმაყოფილება არ გამოუხატავს, რომ მათ მოსახლეობა უდიერად ეპყრობა... და ეს მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს მართლაც აქვთ რუსეთთან დამოკიდებულების პრობლემები. ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, რომ რუსეთთან დამოკიდებულებაში დამატებითი პრობლემები არ შექვქმნათ - არც რიტორიკით და არც მოქმედებით. მონაწილეობა მივიღეთ სოჭის ოლიმპიურ თამაშებში, ვცდილობთ ვიყოთ პრაგმატულები. ამასთან, ყურადღებას ვაქცევთ იმ გარემოებას, რომ მოსკოვს ჩვენი გაწევრიანება ნატოში და ევროკავშირში არ სურს. მიუხედავად ამისა, მიზნებს მაინც განვახოორციელებთ".
გ) აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი
შეკითხვაზე, „შეუძლია თუ არა საქართველოს როდესმე უარი თქვას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე", დავით უსუფაშვილი პასუხობს: „ჩვენ აფხაზებსა და ოსებს ვეუბნებით: „ერთად ვიაროთ ევროპისაკენ და ერთად გადავწყვიტოთ ჩვენი პრობლემები. ეს ნიშნავს საბჭოთა მემკვიდრეობაზე საბოლოოდ უარისთქმას. თუ თქვენ გინდათ მეტი ავტონომია და თავისუფლება, იარაღით ხელში ამას ვერ გადაწყვეტთ. შეხედეთ შოტლანდიას და კატალონიას, სადაც მშვიდად და დემოკრატიულად წყდება მსგავსი პრობლემები".
დ) „ქართველი ჩეჩნები" სირიაში
„ეთნიკური ჩეჩნები საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პანკისის ხეობაში ცხოვრობენ. ჩეჩნეთის ომების დროს ბევრი იქაური მცხოვრები გადმოვიდა საზღვარზე და თავი პანკისის ხეობას შეაფარა. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე ათეული ახალგაზრდა სირიაში და ერაყში წავიდა საბრძოლველად. ჩვენი მთავრობა ამ საკითხში უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობს. ყველაფერს ვაკეთებთ ამ საკითხში, ვცდილობთ რელიგიური კონფლიქტის იმპორტი არ მოხდეს, რადგან ეს საფრთხილოა - საქართველოს მუსულმანი მეზობლები ჰყავს. რას შეეხება იმ საკითხს, რომ შეუძლია თუ არა რუსეთს საქართველოს საქმეებში ჩაერიოს ისლამისტ მებრძოლების გამო, მე ვიტყოდი, რომ არ შეუძლია, რადგან რუსეთმა ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ მას მართლაც ემუქრებიან. არადა, ამის დამტკიცება ძნელია. გარდა ამისა, თვითონ რუსეთიდან (ჩრდილოეთ კავკასიიდან) უფრო ბევრი „ბოევიკი" მონაწილეობს „ისლამური სახელმწიფოს" არმიაში, ვიდრე საქართველოდან".