მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია 229 განცხადების განხილვის შემდეგ სასამართლოს 66 მსჯავრდებულის გათავისუფლების წარდგინებით მიმართავს. შესაბამის გადაწყვეტილება კომისიამ დღეს მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მათგან 7 მსჯვრდებული ქალია. დანარჩენ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, კომისიის წევრებმა მიიჩნიეს, რომ ამ ეტაპზე სასჯელმა მიზანს ვერ მიაღწია და მათ შესაძლებლობა ექნებათ, 6 თვეში კომისიას კვლავ მიმართონ.