ჟურნალ „ნუველ ობსერვატერის" ახალ ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სირიაში მებრძოლი ჩეჩნების შესახებ, რომელთა შორის ბევრი წარმოშობით საქართველოდან - პანკისის ხეობიდანაა. პუბლიკაციაში გადმოცემულია ჩეჩნების სირიაში ყოფნისა და მათი ემიგრაციის მიზეზები, საკმაოდ ვრცლადაა დახასიატებული ომარ ალ-შიშანიც - პანკისელი ქისტი გენერალი თარხან ბათირაშვილი, წერს „რადიო ფრანსე ინტერნასიონალე".
რუსეთი მიერ გატარებული მკაცრი რეპრესიების შემდეგ ბევრი ჩეჩენი ჯერ თურქეთში, შემდეგ კი სირიასა და ერაყში წავიდა, მათთვის მშობლიური მთები კი იქაური უდაბნოთი შეიცვალა. „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები მიიჩნევენ, რომ სირიის ხელისუფლებასთან (პრეზიდენტ ბაშარ ასადთან) ბრძოლით ისინი მის მფარველს - რუსეთს ებრძვიან. ჩეჩნები პირველად ომობენ თავიათი სამშობლოს გარეთ, მათ დატოვეს საკუთარი ოაჯახი, ნათესავები, კლანები, მშობლიური ხალხი.
რამდენი არიან სირიასა და ერაყში მებრძოლი ჩეჩნები? „დაახლოებით ათასნახევარი, თუმცა ამჟმად ზუსტი ციფრის დასახელება ძნელია, რადგან რაოდენობა ყოველდღიურად იცვლება", - ამბობს ჟურნალის კორესპონდენტთან საუბარში ჩეჩენი ისტორიკოსი მაირბეკ ვაჩაგაევი. მისი მტკიცებით, ამ ათასხუთას მებრძოლში მხოლოდ 10%-ია „რომანტიკოსი", რომლებიც იქ უშუალოდ კავკასიიდან ჩავიდნენ, დანარჩენები თურქეთიდან და თვით სირიიდან არიან. ცნობილია, რომ თურქეთსა და სირიაში საკმაოდ ბევრი ჩეჩენი წარმომავლობის ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც თავს მე-19 საუკუნეში რუსეთიდან ემიგრირებული ჩრდილოკავკასიელების შთამომავლებად თვლიან. ჩეჩენი მებრძოლების ნაწილი სირიაში დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდანაც ჩავიდა: შეიძლება იმ ქვეყნების სიაც კი შევადგინოთ - ავსტრია, გერმანია, ბელგია, საფრანგეთი... თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ევროპელი ჩეჩნების რაოდენობა შედარებით მცირეა - „ალაჰის არმიაში" ასეთი მებრძოლი მხოლოდ 20-მდე დაითვლება.
რასაკვირველია, ჩეჩენთა მებრძოლი სული ზოგადად მაღალია, მაგრამ უშუალოდ კავკასიიდან ჩასული ჩეჩნები ბევრად კარგად იბრძვიან, ვიდრე ევროპელი ჩეჩნები. რუსეთმა ყველანაირი მეთოდი გამოიყენა, რომ ჩეჩნები დაეჩოქებინა: 100 ათასი ადამიანი დაიღუპა გროზნოსა და სხვა ქალაქების ბრძოლებში, მთებში, მაგრამ ისინი მაინც დამორჩილდნენ. თვითმკვლელი-კამიკაძეები სირიასა და ერაყში მებრძოლ ჩეჩნებს შორის არ არიან. ისინი, უბრალოდ, სიკვდილს „ატყუებენ", პირისპირ ბრძოლაში ლომებივით იბრძვიან და პატივისცემას მოწინააღმდეგეებშიც კი იმასახურებენ, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
ჟურნალი ხაზგასმით აღნიშნავს ერთ გარემოებას: ჩეჩენთა რაზმის თითქმის ყველა მეთაური საქართველოდან - პანკისის ხეობიდანაა. ისინი ძირითადად „ჟღალწვერა აბუ-ომარ ალ-შიშანის" (თარხან ბათირაშვილის) მეთაურობით იბრძვიან. მის ქვედანაყოფში 200 დაღესტანელიცაა. კიდევ ერთ ქვედანაყოფის ხელმძღვანელია მუსლიმი (მარგოშვილი), 200 ჩეჩენი მებრძოლით. გარდა ამისა, ჩეჩნები არიან „კავკასიის ემირატის წარმომადგენლის აბუ-მუჰამედ ალ-დაღესტანის" (ალიასხაბ კობეკოვის) რაზმშიც.
„ნუველ ობსერვატერის" მკითხველების წინაშე განსაკუთრებით ფართოდაა წარდგენილი „ვარსკვლავი" - დასავლური სამყაროს მტერი, „ერაყ-ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" შეიარარებული ძალების ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი, 28 წლის თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანი, „ჟღალწვერა გენერალი". სწორედ მისი სამხედრო ტალანტის გამოვლენაა ის ფაქტი, რომ მისმა ისლამურმა ქვედანაყოფმა ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი, ორმილიონიანი მოსული დაიკავა, რომელიც ქურთისტანის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. თარხან ბათირაშვილს ჯიჰადისტები („წმინდა ომის მებრძოლები") აფასებენ არა იმდენად რელიგიურობის, არამედ სტრატეგოსის ნიჭის გამო", - უყვება ჟურნალს ერთ-ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე. ომარ ალ-შიშანის მამა ქართველი ქრისტიანია, დედა კი ჩეჩენი მუსულმანი. იგი 1986 წელს საქართველოში დაიბადა, იზრდებოდა პანკისის ხეობაში, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ „საერთაშორისო ტერორიზმის ნავსაყუდლად" ითვლებოდა. მრავალი დასავლელი ექსპერტის აზრით, სწორედ აქ გაიარა თარხანმა „ტერორიზმის სკოლა". „მან კარგად აითვისა თავისი ხალხის ფსიქოლოგია - „არასდროს უკან არ დაიხიო". „ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკები" ამ წესით დღეს წარმატებით ხელმძღვანელობენ, - ამბობს მაირბეკ ვაჩაგაევი.
დასავლური სამყაროს მტერთა შორის ახალი ამომავალი „ვარსკვლავის" ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა 2010 წელს, როცა იგი ქართულმა პოლიციამ იარაღის უნებრთვოდ ტარების გამო დააკავა და სამი წლით თავი ციხეში უკრა. პატიმრობის პერიოდში იგი ტუბერკულოზით დაავადდა და ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 2012 წელს თარხანი თურქეთში გაიქცა. ჯერ კიდევ ციხეში ყოფნის დროს მან ისლამური რწმენა მიიღო და დაიფიცა: თუ დილეგიდან გარეთ ცოცხალი გავიდოდა, ჯიჰადისტი გახდებოდა. როგორც თვითონ თარხანი აცხადებს, „ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო დაჯგუფებაში იგი ფინანსური მიზნით მივიდა, ანუ თავისი „საყვარელი საქმით - ომით" არის დაკავებული, რისთვისაც [ხელფასს} იღებს.
„მოკლედ, აბუ-ომარ ალ-შიშანის ოცნება ახდა - იგი ამერიკელებისთვის ახალ კოშმარად იქცა, იმავდროულად კი ასევე კოშმარად რჩება რუსებისათვის", - ხაზგასმულია „ნუველ ობსერავატერის" სტატიაში.

ავტორი: . .