რესპოდენტის შესახებ
პრაღაში, მორიგი შეხვედრა გაიმართა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის. შეხვედრის შემდეგ ზურაბ აბაშიძეს „რადიო სვობოდა // ეხო კავკაზას" ჟურნალისტი ქეთი ბოჭორიშვილი ესაუბრა.
- ბატონო ზურაბ, რა საკითხებს შეეხეთ შეხვედრის დროს, როგორ შეაფასებდით შედეგებს და გაამართლა თუ არა თქვენი მოლოდინი შეხვედრამ?
- ეს იყო ყველაზე რთული შეხვედრა, რაც კი დღემდე გამართულა ჩვენს შორის აქ, პრაღაში, 2012 წლის დეკემბრიდან. ყველაზე მწვავე, რასაკვირველია, მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. ახალი ხელშეკრულების თემა იყო...
- რამდენადაც ცნობილია, ასეთ თემებზე, ჩვეულებრივად, შეხვედრებზე არ მსჯელობთ ხოლმე...
- დიახ, ეს ნამდვილად ასეა, ჩვენი შეხვედრების დღის წესრიგი ძირითადად პრაქტიკულ საკითხების გადაწყვეტას მოიცავს, რომლებიც ვაჭრობასა და ეკონომიკასთანაა დაკავშირებული, სატრანსპორტო კომუნიკაციებთან, ჰუმანიტარულ საკითხებთან... მაგრამ მე ახლა არანაირად არ შემეძლო გვერდი ამევლო ამ თემისათვის და ვფიქრობ, თბილისში (და არა მარტო თბილისში) ვერ გაიგებდნენ იმას, რომ ჩვენ აქ მხოლოდ ვაჭრობაზე გველაპარაკა. სწორედ ამიტომაც ჩვენი შეხვედრის დროს ძირითადად ამ რთულ საკითხზე ვისაუბრეთ. პრინციპში, ჩვენ საკუთარ, რადიკარულად განსხვავებულ პოზიციებზე დავრჩით არა მარტო ამ დოკუმენტის შეფასების მიმართ, არამედ ზოგადად პრობლემის მიმართაც, ანუ რაც კი რამ დაკავშირებულია აფხაზეთთან. ჩემი მხრიდან ვთქვი, რომ ეს დოკუმენტი საფრთხეს შეიცავს არა მარტო ქართულ-რუსული ურთიერთობისთვის, რომელშიც ბოლო ხანებში პოზიტივი შეიმჩნევა, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის და მის ფარგლებს გარეთაც. მე ავღნიშნე, რომ თუ ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, ეს იქნება აფხაზეთის ანექსიისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი მისგან გამომდინარე ყველა იურიდიული შედეგით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეთი გადახედავს თავის განზრახვებს და, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას ყურადღებით მოეკიდოს ამ მეტად საგანგაშო პროცესს. ყველაფერი ეს უკრაინის მოვლენების ფონზე ხდება, რაც ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ისედაც დაძაბულ განწყობებს კიდევ უფრო ამწვავებს. შეხვედრაზე სხვა საკითხებიც განვიხილეთ, თუმცა მათ ამ ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებასთან შედარებით უფრო მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვთ.
- ბატონო ზურაბ, თუ ორივე მხარე საკუთარ პოზიციებზე დარჩით, შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ რუსეთი უარს აცხადებს ხელშეკრულების გადახედვაზე?
- ჩემმა კოლეგამ დაადასტურა, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობა გრძელდება. მან თქვა, რომ ხელშეკრულების პროექტს ჯერ სოხუმში იხილავენ, შემდეგ კი განხილვა მოსკოვშიც გაგრძელდება, შესაძლებელია მასში რაღაც შესწორება-ცვლილებები შევიდეს, ანუ ზოგადად მივიღეთ ცნობა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიდის. მე აღარ დავინტერესებულვარ, სად და როდის მოეწერა ხელი ამ ხელშეკრულებას, ჩემი მხრიდან დავადასტურე განსაზღვრული შეფასებები და თვალსაზრისი, რომელიც უკვე გამოითქვა თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
- და მაინც, რამდენადაც ცნობილია, თქვენი მომავალი შეხვედრის თარიღი აღარ გამოცხადებულა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოსკოვი უარს ამბობს მოლაპარაკების ამ ფორმატზე?
- პირველ რიგში მე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტს, რომ თბილისში ხშირად იყენებენ ასეთ ტერმინოლოგიას - „მოლაპარაკებები", „კონსულტაციები", „რაუნდები" და ა.შ. ეს შეხვედრები კი არაფორმალური, არაოფიციალური საკომუნიკაციო არხია - ჩვენ ერთმანეთს არაოფიციალურად ვხვდებით დიალოგისათვის. არიან თბილისში ისეთი ადამიანები, რომლებმაც შეხვედრის წინ მკვეთრი განცხადებები გააკეთეს - პარლამენტშიც და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებშიც: რა აზრი აქვს ამ დიალოგს, თუ რუსეთი ასეთ ნაბიჯებს დგამსო...
- ბევრი გააკვირვა თქვენმა კომენტარმა, რომელიც დეპუტატ თედო ჯაფარიძის განცხადების პასუხად გააკეთეთ... როგორც ცნობილია, მან რუსეთთან დიალოგზე უარის თქმა მოითხოვა. ახლა, როცა უკვე შეხვედრა შედგა და თან ასეთი შედეგით დასრულდა, შეიცვალა თქვენი აზრი?
- არ არის საჭირო აქცენტირება ჩემსა და თედო ჯაფარიძეს შორის მომხდარ სიტყვიერ შეხლა-შემოხლაზე - მე და თედო ძველი მეგობრები ვართ და ასეთებად დავრჩებით. მიმაჩნია, რომ ეს ამბავი ჩვენს მეგობრობაზე არავითარ გავლენას არ მოახდენს... რაც შეეხება დიალოგზე უარის თქმას, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას დააპირებენ, ეს უნდა გააკეთოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობამ. მჯერა, რომ გადაწყვეტილების მიღება ემოციურ ნიადაგზე არ მოხდება და სანამ გადაწყვეტენ, საკითხს ღრმად განიხილავენ და ჩვენს დასავლელ მეგობრებთან კონსულტაციებს გამართავენ. ისინი ხომ დღემდე მიზნობრივად და ერთმნიშვნელოვნად უჭერენ მხარს ამ დიალოგს და მოგვიწოდებენ გავაგრძელოთ ის, როგორი რთული და ძნელიც არ უნდა იყოს.

ავტორი: . .